logo
ENG



"ევროკავშირის დროშებით გავაცილოთ გერმანიის საგარეო მინისტრი" - მოქალაქეების ინიციატივა

24 მარ 202316:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/24/cv9pu4eag2neefb.jpg

სოციალურ ქსელში მოქალაქეები ინიციატივით გამოდიან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოდან ევროკავშირის დროშებით გაააცილონ.

ისინი აეროპორტთან 19:30 საათზე შეიკრიბებიან, მინისტრი ქვეყანას 20:30 საათზე დატოვებს.

"სამოქალაქო საზოგადოებას შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გავავლოთ წითელი ხაზი ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის და ევროკავშირის დროშებით გავაცილოთ კეთილგანწყობილი მინისტრი", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში გუშინ, 23 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებამ მას აეროპორტთან მხოლოდ საქართველოსა და გერმანიის დროშა დაახვედრა, ევროკავშირის - არა. ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ "ორმხრივი ვიზიტის დროს იკიდება მხოლოდ ორი დროშა - სტუმრისა და მასპინძლის", თუმცა მაგალითად 2018 წელს, როცა საქართველოს გერმანიის მაშინდელი კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია, ევროკავშირის დროშა აღმართული იყო.


close დახურვა